safe_imageსაზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, დირექციის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადა“  2014 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია.
 
2014-2015 სასწავლო წელს, გიმნაზიის პირველ კლასში, სწავლის დაწყების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონული ფორმით.  ყველა დარეგისტრირებულ მოსწავლეს გიმნაზიის ადმინისტრაცია თავად დაუკავშირდება და დაიბარებს გასაუბრებაზე (მათთვის სასურველ დროს). აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს გიმნაზიაში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გასაუბრებაზე მოსული მოსწავლეების ნაკადის კონტროლს და პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.

 

რეგიტრაციის გასავლელად გადადით  მითითებულ ლინკზე  პირველკლასელთა რეგისტრაცია

შენიშვნა: რეგისტრაციის დასასრულებლად დააწკაპეთ Submit (Готово) ღილაკზე